თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ფასეულობები.

თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ფასეულობები.

თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის, ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ასოცირების ტრიო“ არის ახალი რეგიონალური განზომილება და ჩვენ, ყველანი გაერთიანებული ვართ მასში, ევროპის დიზაინი შექმნილია. მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია, ეს არის აშკარა გზავნილი, რომ ხვალვე რომ შევუერთდეთ ევროკავშირს, უკრაინა აცნობიერებს და კარგად ესმის, რა ამოცანებია შესასრულებელი. ჩვენ არ გვაშინებს ეს ამოცანები, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით კანონი მივიღეთ, სასამართლო სისტემის რეფორმა განვახორციელეთ და მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა, ამ საკითხებზე ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ და ანტიკორუფციული მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არის პირობა, რომელიც დავდეთ. ეს კიდევ მეტ ამოცანას გულისხმობს, ვიდრე წარსულში მიგვიღწევია. ჩვენ უფრო ახლოს გვინდა, დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების პარტნიორობის სახელმწიფოები ევროკავშირში საკუთარ ადგილს იპოვიან.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გვაქვს, არა მარტო სამ ქვეყანას ეხება, ზოგადად კონტინენტს ეხება ეს გამოწვევა. დღევანდელი კონფერენცია მომავალს ეხება და გვესმის ჩვენი ქვეყნის სათქმელი, ჩვენი ქვეყნის ხმა, ჩვენ ვართ თუ არა ევროპის მომავლის ნაწილი. ზოგიერთი ქვეყანა არის ამ გზაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ევროპული მისწრაფებებით არსებობს და ევროკავშირის 49-ე დირექტივის ფარგლებში ხდება ძალისხმევის განხორციელება, ამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ, ევროპელო პარტნიორებო. ჩვენ გვაქვს მისწრაფებები, ევროპული მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყნებში. დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, აღმოსავლეთ პარტნიორობით ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. ჩვენ სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება, სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ჩვენ ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ ევროკავშირის მხრიდან არსებობს ხედვა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ამ კუთხით განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ გზას ვიკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის სისტემაში ჩვენს ადგილს ვიპოვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს კი, საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებიც ჩამოვიდნენ. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად ესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები