თამაზ მეჭიაურმა საიას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თამაზ მეჭიაურმა საიას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თამაზ მეჭიაურმა საიას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. სასამართლოზე მის ინტერესებს სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

“უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპათია, მაგრამ გამიჩნდა სიმპათია და მექნება. რაღაც საკითხებში დავუშვათ ნატო-ში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდე ჩემი პოზიცია და მათ თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი”, – განაცხადა მეჭიაურმა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის მეცხრამეტე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებდა.

შესაბამისად, თუ ხვალ დღის ბოლომდე გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა, თიანეთის მერად თამაზ მეჭიაური იქნება არჩეული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები