თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ ნაძალადევის გამგეობასთან კოორდინირებული მუშაობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსება და ამ გზით მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი თემქის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მიმდინარე კორპუსების შიდა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს ნაძალადევის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოების შედეგად, შეიცვლება და განახლდება სამი კორპუსის ქსელი და 168 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.
თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ ნაძალადევის გამგეობასთან კოორდინირებული მუშაობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსება და ამ გზით მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, მე-15, მე-15ა და მე-16 კორპუსებთან 93 მ სიგრძეზე წყალარინების მილები იცვლება. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დაიგება ასფალტის საფარი.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე ყვითელ მიკროავტობუსებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათმა დიდმა ნაწილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

იან კელი ტატუნაშვილზე-არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი არ დაუბრუნონ მშობლებს
