თამარ ტალიაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბაგა-ბაღების კვების რაციონში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

თამარ ტალიაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბაგა-ბაღების კვების რაციონში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბაგა-ბაღების კვების რაციონში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
ტალიაშვილის ინფორმაციით, ბავშვების კვების რაციონში ცვლილების შედეგად, საკვების ზოგიერთი კომპონენტი შემცირდა, ზოგიც გაიზარდა.
მისივე თქმით, შემცირებულია ისეთი სახის პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
კერძოდ, ნაძალადევის რაიონის დეპუტატის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების კვების რაციონში შემცირდა მარილი, შაქარი და თეთრი პურის ფქვილი.
„ასეთად წოდებული თეთრი სიკვდილის ტრიადა: მარილი, შაქარი და თეთრი პურის ფქვილი, _ შემცირდა? დიახ!
რა გაიზარდა? _ აი, განსაჯეთ!
გაიზარდა:
• დაემატა ქათმის ფილე, რომელიც ძველ მენიუში საერთოდ არ იყო
• ახალი ხილი
• მცენარეული ხილი
• გაორმაგდა კვერცხის ოდენობა
• გასამმაგდა ყველის ოდენობა
• გაიზარდა თევზის ოდენობა
შემცირდა:
• ამოღებულია ჭვავის პური
• ამოღებულია კარტოფილის ფქვილი
• შემცირდა პურის ფქვილი
• შემცირდა შაქრის ოდენობა
• შემცირდა რძე 10%-ით
• შემცირდა ხაჭო
•შემცირდა მარილი“ – წერს თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები