თამარ ყიყიშვილი: ამ ეტაპზე გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა საგრძნობლად არის მომატებული

თამარ ყიყიშვილი: ამ ეტაპზე გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა საგრძნობლად არის მომატებული

გრიპის ვირუსით, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში” კვლავ მაღალი მიმართვიანობაა. ექიმ თამარ ყიყიშვილის განცხადებით, ძირითადად ლაბორატორიულად “ბ” ტიპის გრიპი დასტურდება და ყველა შემთხვევა გამოჯანმრთელებით არის დასრულებული.

“ამ ეტაპზე გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა საგრძნობლად მომატებულია, დეკემბრის პირველ კვირასთან შედარებით. სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება მომართვიანობა. გართულებული შემთხვევა არ გვქონია. ძირითადად ლაბორატორიულად “ბ” ტიპის გრიპი დასტურდება და ყველა შემთხვევა გამოჯანმრთელებით არის დასრულებული”, – თამარ ყიყიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები