თამარ ხულორდავას თქმით, პარადოქსულია ის, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია ხელისუფლების მისამართით, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება.

თამარ ხულორდავას თქმით, პარადოქსულია ის, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია ხელისუფლების მისამართით, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, პარადოქსულია ის, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია ხელისუფლების მისამართით, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება.

„ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და გვაქვს კონკრეტული ისეთი ხელშესახები მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფალ ვაჭრობას. გაზრდილი გვაქვს ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში, გვაქვს ევროკომისიასთან სამთავრობო გუნდის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, რომელიც უპრეცედენტოა, რადგან ასეთი რამ, როცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, კომისია, კომისიის შემადგენლობა, უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, სხვა იმავე პირობებში მყოფ ქვეყნებს, როგორიც ჩვენ ვართ, არ აქვთ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, იგივეა ნატო-ს მიმართულებით, რადგან საქართველო არის ნატო-ს სანდო და მყარი პარტნიორი, რასაც ალიანსის წევრები ხშირად აღნიშნავენ.

„ჩვენ ვართ ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ალიანსს, რასაც ხშირად თვითონ აფიქსირებენ ალიანსის წარმომადგენლები. ისინი ხშირად გვიხსენიებენ, როგორც სანდო, მყარ პარტნიორს. ჩვენ მზად ვართ შემდეგი ნაბიჯებისთვისაც. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არის მუდმივად სპეკულაციები და პრეტენზიები სწორედ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან და კურსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ეს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა არის ის თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს და ეს არის ასოცირების შეთანხმება”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას, დაინტერესდა თუ როგორ აპირებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, მომავალი პრემიერ-მინისტრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის დონეზეც იყოს აქტიური ჩართულობა, იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიციები ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, იმიტომ, რომ ეს არის ევროკავშირთან ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

იგი ასევე, დაინტერესდა, რას ფიქრობს მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატი ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებაზე.

„რა თქმა უნდა, ამის წინაპირობაც უნდა იყოს – ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმების უზადო შესრულების გაგრძელება, რომელიც ჩვენ აქამდე გვაქვს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სულ უფრო და უფრო რთულდება, რადგან ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც, სამწუხაროდ, არ არის ძალიან სახარბიელო ამ ვალდებულებების შესრულება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. მაგრამ სწორედ ამიტომ გვაინტერესებს, რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს და როგორ ვაპირებთ შემდგომშიც ამ ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებას”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს წევრობის ამბიცია ვერანაირად ვერ განხორციელდება მხოლოდ ძალიან მაღალ დონეზე არსებული თანამშრომლობით, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

„ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების პოზიციებზე, ამიტომ საინტერესოა ასევე, რას გეგმავთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, იმისთვის, რომ ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის გეგმები გავხადოთ უფრო ხელშესახები. მე მივესალმები თქვენს პრიორიტეტებს და პრინციპებს, რომელიც არის საქმე, შედეგზე ორიენტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მაინტერესებს რა კონკრეტული საქმიანი ნაბიჯები შეიძლება გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილში, იმისთვის, რომ უფრო რეალური გავხადოთ ჩვენი ამბიციები, რომელიც აგრეთვე კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული”, – მიმართა გიორგი გახარიას თამარ ხულორდავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები