თამარ ხულორდავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თამარ ხულორდავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თამარ ხულორდავა არის საუკეთესო მაგალითი, რატომ არის მეტი ქალი პარლამენტში კარგი, – პარლამნეტის თავჯდომარე ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს.

ირაკლი კობახიძემ კომიტეტის წვლილი ვიზალიბერალიზაციათან დაკავშირებით დადებითად შეაფასა და აღნიშნა რომ კომიტეტი საკანონმდებლო მიმართულებით უფრო აქტიურ მუშობას გეგმავს.

თამარ ხულორდავას შეფასებით გასული წელი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ორ მთავარ მიღწევად უვიზოდ მიმოსვლა და საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება დაასახელა.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კარლო ნატალემ-ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ .

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები