თამარ ხულორდავა: ხვალ უმრავლესობის სხდომაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება

თამარ ხულორდავა: ხვალ უმრავლესობის სხდომაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ხვალინდელ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეჯერების შემდეგ გაკეთდება კომენტარიც.
„ხვალ უმრავლესობის სხდომაა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ჩვენ კიდევ უნდა შევჯერდეთ გარკვეულ საკითხებზე და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს. ხვალ საბოლოოდ იქნება შეჯერებული უმრავლესობის წევრების პოზიციები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
​მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშიც საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად განიხილება.
​შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ სხდომას გამართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები