თამარ გაბუნია – ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში

თამარ გაბუნია – ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნებია.

მისივე თქმით, ტენდენციას ერთი კვირის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, ვიდრე მყარი დასკვნა არ იქნება, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სურათი ქვეყანაში.

„ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო უფრო ადრე, მაგრამ მიმდინარე პერიოდში შემთხვევების გარკვეული კლებაც კი აღინიშნება. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ, ვიდრე საბოლოო, მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის მიმდინარეობა როგორც რეგიონების დონეზე, ასევე ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები