თამარ ჩუგოშვილი: ზუგდიდში ოპონენტები დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას აპირებენ

თამარ ჩუგოშვილი: ზუგდიდში ოპონენტები დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას აპირებენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ზუგდიდში ოპონენტები დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას აპირებენ.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებული დაძაბულობაა მოსალოდნელი, თუ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებთან განლაგდებიან.

„ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას ზუგდიდში, რაც საარჩევნო პერიოდში შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საგანი გახდეს. განსაკუთრებული დაძაბულობაა მოსალოდნელი, თუ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებთან განლაგდებიან. ასეთ დროს რთული იქნება დაძაბულობის თავიდან აცილება. ჩვენ ვთხოვთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას და მოახდინონ პრევენცია, თუ შესაძლებელია. შესაძლოა, ამან ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ხელი შეუშალოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები