თამარ ჩუგოშვილი-ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ

თამარ ჩუგოშვილი-ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ

ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
„მე რამდენადაც ვიცი, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ. ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები