თამარ ჩუგოშვილი თბილისში გამართულ „უკვდავი პოლკის“ აქციას გამოეხმაურა.

თამარ ჩუგოშვილი თბილისში გამართულ „უკვდავი პოლკის“ აქციას გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი თბილისში გამართულ „უკვდავი პოლკის“ აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ამგვარი ქმედება მისთვის გაუგებარია.
„ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება მსგავს დისკუსიებს დავუპირისპიროთ, არის სწორი და ხმამაღალი პოზიცია – რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებასა და წამებას, მკვლელობის ფაქტები გრძელდება და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
​გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრორუსული მოძრაობა “უკვდავი პოლკი” ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აქციას მართავს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები