თამარ ჩუგოშვილი: სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვეტილება განაჩენია ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაცმოძრაობა” და წინა ხელისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: სტრასბურგის სასამართლოს სამი უმძიმესი გადაწყვეტილება განაჩენია ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაცმოძრაობა” და წინა ხელისუფლება

„სტრასბურგიდან ჩვენ მივიღეთ არა ერთი, არამედ სამი უმძიმესი გადაწყვეტილება. სამივე გადაწყვეტილება არის განაჩენი ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა” და წინა ხელისუფლება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„სტრასბურგიდან ჩვენ მივიღეთ არა ერთი, არამედ სამი უმძიმესი გადაწყვეტილება. სამივე გადაწყვეტილება არის განაჩენი ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა” და წინა ხელისუფლება იმიტომ, რომ ორ უმძიმეს საქმეში სახელმწიფომ, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო, საქმე წააგო, ხოლო “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით, რომელიც მესამე საქმეა, ყველამ ვნახეთ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, როდესაც “რუსთავი 2-ს” საქმეზე გადაწყვეტილება გამოდიოდა და როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პრესრელიზი გაავრცელა, იქ აქცენტი გაკეთდა იმ უმძიმეს შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელევიზიის დირექტორისა და სხვების მხრიდან მოსამართლეების მიმართ.
„ეს წლები ვართ ბინძური ცილისწამების მოსმენაში და ამ ბოლო პერიოდში მე თვითონ ვარ “რუსთავი 2-ის” მხრიდან უბინძურესი ცილისმწამებლური განცხადებების სამიზნე და ობიექტი. მუდმივად ვართ ამ რეჟიმში, რომ რაღაც სიბინძურეს იტყვიან და მერე უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები