თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორს, ალისია ალისონს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორს, ალისია ალისონს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორს, ალისია ალისონს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: პარლამენტისსაქმიანობა, რეგლამენტის ცვლილებები და პარლამენტის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხები.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს და მომავალშიც მზად არის ხელი შეგვიწყოს, როგორც პარლამენტის პოლიტიკურ გაძლიერებაში,ასევე პარლამენტის საქმიანობის დახვეწაში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები