თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის რეჟიმის დროს, სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო

თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის რეჟიმის დროს, სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო

“მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა “იმედი live”-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანში უმძიმესი სისტემური დანაშაულებები ხდებოდა – ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას – ანგარიშებში ასახული არ იყო არა იმიტომ, რომ თვალ ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სასაუბროდ, მედიის თავისუფლება კი იყო უკიდურესად შეზღუდული.
“მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები (იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები, სადაც შეიძლებოდა ამ პრობლემებზე საუბარი, იყო უკიდურესად შეზღუდული), ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი, ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში უჩურჩულებდნენ.
შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული, იმ წლის ანგარიშებში, ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად, დისკუსია იმაზე, რომ  პირადი ცხოვრების უფლების მასობრივი დარღვევა იყო ქვეყანაში, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის და  გროვდებოდა ზღვა სიბინძურე, ასეთი რაღაცები ამ ანგარიში არ ყოფილა.

მასშტაბი წამებისა, არაადამიანური მოპყრობისა – არც ეს მოხვედრილა ამ ანგარიშში იმიტომ კი არა, რომ ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სალაპარაკოდ “, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები