თამარ ჩუგოშვილი: ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში

თამარ ჩუგოშვილი: ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში

“ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ სად არის სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნების” წევრები არჩევნების მეორე ტურისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.
„როგორც უკვე ვთქვით, ბევრად აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში და ეს ასეც არის. ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში, გეგმავს და კიდევ უფრო გააქტიურდება. კამპანიაში აქტიური როლი გვაქვს აღებული ჩვენ და სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო გააგრძელებს პროცესებს, რომელიც მიჰყავდა პირველ ტურამდე. არაფერი სანერვიულო აქ არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები