თამარ ჩუგოშვილი მეჭიაურის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

თამარ ჩუგოშვილი მეჭიაურის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მეჭიაურის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თიანეთში არჩევნების შედეგები კონკრეტული ოლქის, საარჩევნო კომისიების და სასამართლოს შესაფასებელია. ხოლო რაც შეეხება გუშინდელ ეთერს, მისივე შეფასებით, ორივე წარმომადგენლის მხრიდან, ძალიან უსიამოვნო გამოსვლა იყო.

“კონკრეტული ოლქის შედეგები ეს შესაბამისი ორგანოების, საარჩევნო კომისიის და სასამართლოს კომპეტენციაა. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, ან შევაფასო ან ამ ყველაფერში რაიმე ეჭვი შევიტანო.

სასამართლომ როგორც დაადგინა, ალბათ, ამ ყველაფრის უკან შესაბამისი არგუმენტიც იყო.

რაც შეეხება გუშინდელ ეთერს, ორივე წარმომადგენლის მხრიდან ძალიან უსიამოვნო მოსასმენი იყო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები