თამარ ჩუგოშვილი: გუნდიდან წასვლა მარტივია, რთული დარჩენა და საქმის გაკეთება

თამარ ჩუგოშვილი: გუნდიდან წასვლა მარტივია, რთული დარჩენა და საქმის გაკეთება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბოლო წლებში სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესი საკითხია. მისივე შეფასებით, გუნდიდან წასვლა მარტივია, ხოლო დარჩენა და საქმის კეთება ძნელი.
როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის თემა სწორი მიმართულებით უნდა წავიდეს.
„გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის თემა უნდა წავიდეს სწორი მიმართულებით. მაქვს მოლოდინი, რომ კანონი, რომელიც დაიწერება პარლამენტის მიერ, იქნება ღია და გამჭირვალე. ასევე, მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლები, რომლებიც დაინიშნებიან, იქნებიან საუკეთესოები, ახლა მე ამაზე ვარ ორიენტირებული. არ მინდა, შიდა დაპირისპირებებზე დროის ხარჯვა. მთავარია, ეს პროცესი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, დასრულდეს შედეგით, რა შედეგიც აწყობს ჩვენ ქვეყანას. ეს შედეგია არა დაპირისპირებები, არამედ სწორი კანონით დავნიშნოთ სწორი მოსამართლეები, თუ არ გამართლდა, მერე ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
​წლები მაქვს სასამართლო რეფორმაზე ნამუშევარი, ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება დადგეს ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად, შესაძლებელია, წითელი ხაზები ამ თემასთან იყოს დაკავშირებული. გუნდიდან წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. მე თავს ვხედავ სწორად ამ ვალდებულებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმ

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები