თამარ ჩუგოშვილი: დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს

თამარ ჩუგოშვილი: დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს

მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებას.
ჩუგოშვილის შეფასებით, დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც მოსამართლე შეიძლება პოზიციას აფიქსირებდეს.
„მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. კარგად დაფიქრდნენ, ეს განცხადებები მათ ეხმარებათ თუ პირიქით – ხელს უშლის. ვფიქრობ, რომ ძალიან უშლის ხელს და დამატებით ზიანს აყენებს იუსტიციის საბჭოს. ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, დავიცვა ზოგადად სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
სერგო მეთოფიშვილი სახელისუფლებო გუნდის წევრების ნაწილის მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.
მეთოფიშვილი თვლის, რომ ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხმყოფელი განცხადებებით უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები