თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პირველ ოფიციალურ ვიზიტს წარმატებულს უწოდებს.

თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პირველ ოფიციალურ ვიზიტს წარმატებულს უწოდებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პირველ ოფიციალურ ვიზიტს წარმატებულს უწოდებს.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ორივე პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან პოლ რაიანთან შეხვედრა, რომელიც ამერიკის პოლიტიკაში ძალიან გავლენიანი ფიგურაა.

შეხვედრის დასრულებისთანავე კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. ასევე კონგრესში გაიმართა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის საპატივსაცემო მიღება. ირაკლი კობახიძე დაესწრო ტრადიციულ საუზმეს, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად და მოხარული ვარ ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ასეთ მაღალ დონეზე და წარმატებით რომ მიმდინარეობს”, – აცხადებს ჩუგოშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები