ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული რამაზ მარგოშვილი დღეს გამოძიებას იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს დაუსახელებს, ვინც ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა.

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული რამაზ მარგოშვილი დღეს გამოძიებას იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს დაუსახელებს, ვინც ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა.

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული რამაზ მარგოშვილი დღეს გამოძიებას იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს დაუსახელებს, ვინც ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა. ინფორმაციას სააგენტო  “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მარგოშვილის ადვოკატი, მაია სირაძე ამბობს, რომ მარგოშვილის გამოკითხვა სუს-ში, ცალკე წარმოებად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება. ბრალდებულის ჩვენებით, საგამოძიებო ორგანოები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რამაზ მარგოშვილი სასამართლოში დაიკითხა და მან ჩატაევთან სუს-ის მაღალჩინოსნების კავშირზე ისაუბრა.

11 ივლის, სასამართლოში, ტერორიზმში ბრალდებულმა მარგოშვილმა სპეცოპერაციისას მოკლულთა გეგმები დაასახელა.

ივნისში ცნობილი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზის  შედეგები. რომელიც აშშ-ში გაკეთდა. მათ შორის ერთ-ერთი დოკუმენტი, სატელეფონო ამონაწერია. ამონაწერიდან ირკვევა, რომ აჰმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთანავე, თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა. მასალიდან ასევე ირკვევა, რომ მაჩალიკაშვილსა და მარგოშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაპირველად ამ ჩანაწერის შესახებ რამაზ მარგოშვილმა თქვა, რომ ეს მისი ხმა არ იყო, თუმცა ორი დღის შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ აუდიოამასალაში ნამდვილად მისი ხმაა. 

ასევე დადგინდა აჰმედ ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესაური კავშირები.

ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი –  შუაიფ ბორზიევია, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები