ტერორისტული თავდასხმა ავღანეთში – დაჭრილია სამი ქართველი სამხედრო

ტერორისტული თავდასხმა ავღანეთში – დაჭრილია სამი ქართველი სამხედრო

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

დაჭრილები, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები არიან. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები