ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ევროპასა და დიდ ბრიტანეთს ტერორისტული აქტების ახალი ტალღით დაემუქრა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ევროპასა და დიდ ბრიტანეთს ტერორისტული აქტების ახალი ტალღით დაემუქრა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ევროპასა და დიდ ბრიტანეთს ტერორისტული აქტების ახალი ტალღით დაემუქრა. „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტების მოწყობას შურისძიების მოტივით გეგმავს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თქმით, ISIS იქნება სხვადასხვა ტერორისტული აქტის ორგანიზატორი, რომელიც ევროპასა და დიდ ბრიტანეთში განხორციელდება.

ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ტელეგრაფმა მოიპოვა, ქურთული დაზვერვის სამსახურის მეთაურმა ლაჰურ თალაბანიმ განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად 500 ბრიტანელი ჯიჰადისტი იბრძოდა, მაგრამ მათი უმეტესობა აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაანადგურა.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყსა და სირიაში პოზიციები დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ დასასრულს“, – განაცხადა თალაბანიმ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები