ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპფორუმს უმასპინძლებს

ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპფორუმს უმასპინძლებს
მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩი და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე გახსნიან.
ღონისძიებას მოდერაციას გაუწევენ სტარტაპ სპეციალისტი, კოლინ დონოჰი და გიორგი ლალიაშვილი (GITA).
ფორუმის სპიკერები – გერმანიის წამყვანი მეწარმეები მაიკლ ჰაბლი, ვოლფგანგ ბარნეკერი და შტეფენ დაბელსი სტუმრებს საკუთარი სტარტაპების წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს გააცნობენ, ასევე მოუყვებიან გლობალური ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ.
B2B ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ პირველ 15 სტარტაპს საშუალება ექნება შეხვდეს სპიკერებს და მათ მიერ დაარსებულ სტარტაპებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრონ.
ღონისძიება იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და PMC კვლევითი ცენტრის თანაორგანიზებით. პროექტი, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოსა და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები