ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობამ საყვედური გამოუცხადა, – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ეთიკის საბჭომ მიიღო.
“არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ.
დღეს დილიდან ტელევიზიის ეთიკის საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური. მან მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველ შემთხვევა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ოფისთან, მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს.
ოფისთან შეიკრიბნენ “ქართული მარშის” წევრები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საზოგადოებას გუშინდელი განცხადების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.
როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, „ქართული მარშის“ წევრებმა, ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება.
მათივე ინფორმაციით, შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები