ტელეკომპანია „ევრონიუსმა” ბათუმში მშენებარე მულტიმოდალურ ტერმინალს სიუჟეტი მიუძღვნა, რომელიც თორმეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაშუქდა.

ტელეკომპანია „ევრონიუსმა” ბათუმში მშენებარე მულტიმოდალურ ტერმინალს სიუჟეტი მიუძღვნა, რომელიც თორმეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაშუქდა.

ტელეკომპანია „ევრონიუსმა” ბათუმში მშენებარე მულტიმოდალურ ტერმინალს სიუჟეტი მიუძღვნა, რომელიც თორმეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაშუქდა.

რეპორტაჟში ჟურნალისტი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს მოიხსენიებს, როგორც მთავარ კარიბჭეს  აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

როგორც რეპორტაჟის ავტორი ამბობს, ბათუმი საქართველოსთვის მესამე მნიშვნელოვანი ქალაქი და ახალი კომერციული ცენტრია.

„ნავთობის ტრანსპორტირების გამო ბათუმი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ჰაბად იქცა. ხელისუფლება ახლა ცდილობს, მოახდინოს აქტივობის დივერსიფიცირება, რაც პორტის გაფართოების ამბიციური გეგმის ნაწილია. ახლა აქ შენდება ახალი ტერმინალი, სადაც 60 000 ტონა მინერალური სასუქის შენახვა იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს „ევრონიუსის“ ჟურნალისტი.

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს მთავრობა ბათუმის პორტის ახალ ტერმინალს კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესსა“ და ამერიკულ კომპანია „ტრამოსთან“ ერთად აშენებს. პროექტის ღირებულება 17,5 მილიონი ევროა.

„ახალ ტერმინალში განთავსდება მინერალური სასუქი, რომელიც, თავდაპირველად, ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით ბაქოში ჩადის, შემდეგ კი რკინიგზით ბათუმში მოხვდება. აღნიშნული სატრანსპორტო დერეფანი გახდება ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა, რომლითაც ცენტრალური აზიიდან პროდუქტები შავ ზღვაში გავა. შავი ზღვიდან პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე იოლია. ამიტომ ეს დერეფანი პროექტში ჩართულ ქვეყნების გეოპოლიტიკურ პოზიციებს გააუმჯობესებს“, – წერს „ევრონიუსი“.

როგორც „ევრონიუსთან“ საუბარში ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, ბათუმი პორტის გაფართოების პროექტში 100 ადამიანი დასაქმდება.

„დარწმუნებული ვარ, ეს ტერმინალი ევროპისა და აზიის დაკავშირების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივ ეკონომიკისთვის, რადგან შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა თორნიკე რიჟავაძემ.

ბათუმის პორტის ახალი ტერმინალი სავარაუდოდ 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყებს მუშაობს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები