ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ხიდის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გადადის და ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს.

ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებული იყო.

სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებს სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობენ.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს გადააჭარბოს, თუმცა ჯერ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობს.

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები