ჭკვიანები რომ იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცი და თქვენ – 21-ირაკლი კობახიძე

ჭკვიანები რომ იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცი და თქვენ – 21-ირაკლი კობახიძე

პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ დაზუსტებისთვის 30 წამი ითხოვა და პარლამენტს ვეტოზე დათანხმება შესთავაზა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა:

“რახან პრეზიდენტი არ დაეთანხმა ვეტოს იმ ვარიანტს, რომელსაც თქვენ სთავაზობდით საჯაროდ, ახლა თქვენ აპირებთ, რომ ინიცირება მოახდინოთ ამ ცვლილებების კონსტიტუციის მიღების შემდეგ, სწორად მესმის? თუ ასეა და თუ სწორად გავიგე, ჟესტის შანსი გაქვთ პროცედურულის, დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და მოახდინეთ ინიცირება იმ ცვლილებების, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ესეთი ვარიანტი? ხომ გაქვთ უმრავლესობა, ასეთ ჟესტს გააკეთებთ საზოგადოების მიმართ, პრეზიდენტის მიმართ. რატომ, ეჭვი გეპარებათ რამეში? იქნებ სცადოთ, დაფიქრდეთ”.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი უპასუხა, რომ მმართველი გუნდი მის პარტიაზე ჭკვიანია.

“თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით აქ 116 კაცი და თქვენ 21 კაცი, ბატონო გიგა, ასე რომ ჭკუაში მოტყუება ცოტა ისეთი მცდელობაა”, – თქვა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები