ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგს ვაგრძელებთ-იან კელი

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგს ვაგრძელებთ-იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს. სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი. ძალიან ვწუხვარ ოჯახის გამო და ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე, იმ ორი დაკავებული პიროვნების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები