ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებულ რეზოლუციებში სულისკვეთება ერთი და იგივეა-თამარ ჩუგოშვილი

ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებულ რეზოლუციებში სულისკვეთება ერთი და იგივეა-თამარ ჩუგოშვილი

„ვინც ამ საკითხებზე კინკლაობს, პრობლემას ის ქმნის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ორივე რეზოლუციაში სულისკვეთება ერთი და იგივეა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ოკუპაციის დაგმობისკენ არის მიმართული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოყოფილი არიან ის კონკრეტული ადამიანებიც, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა.
“გამოყოფილი არიან ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს და როგორ აისახება საბოლოო ტექსტზე ის ტექნიკური განსხვავებები, რომლებიც რეზოლუციებს შორის არის, კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ, რეზოლუციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოამზადეს.
საკანონდებლო ორგანოში, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობა გრძელდება.
რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, კონსულტაციები იგეგმება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები