“ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება”-კახა კალაძე

“ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება”-კახა კალაძე

“ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ქრონიკის” ეთერში ტაქსის მძღოლების ულტიმატუმის საპასუხოდ განაცხადა.
„ტაქსის რეფორმა აუცილებლად გახორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, რომელიც არსებობს. ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო, მათ არანაირი გადასახადი ექნებათ შეღებვაზე… მერე განაცხადეს, რომ შეღებვა, შესაძლოა, პრობლემა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ავტომობილის გაყიდვა თუ მოუნდებოდათ, იმ ფასში ვერ გაყიდდნენ თეთრი ფერის ავტომობილს. ესეც გავითვალისწინეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავიღებთ ხარჯებს და გადავაკრავთ თეთრ ფირებს, რომლებიც ავტომობილებზე ეკვრება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი, ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე. „პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისა და სხვადასხვა დაზიანებისგან“, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები