სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან მაშველებმა ორი გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებული იპოვეს.

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან მაშველებმა ორი გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებული იპოვეს.

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან მაშველებმა ორი გარდაცვლილი, ერთი კი დაშავებული იპოვეს. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამივე ტურისტი ბელორუსიის მოქალაქეა.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 14 აგვისტოს, ღამით შევიდა. ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო​.
სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები