„სუსმა უნდა ჩამოიშოროს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია – ამ შემთხვაში გვექნება რეალურად ქყვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული უწყება“-ოთარ კახიძე

„სუსმა უნდა ჩამოიშოროს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია – ამ შემთხვაში გვექნება რეალურად ქყვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული უწყება“-ოთარ კახიძე

„სუსმა უნდა ჩამოიშოროს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია – ამ შემთხვაში გვექნება რეალურად ქყვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული უწყება“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ გააკეთა.

კახიძის თქმით, ქვეყანას უსაფრთხოებსი მიმართულებით გამოწვევები აქვს.

“პირველ რიგში, ეს არის მცოცავი ოკუპაცია, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა – ამას უნდა დაუპირისპიროს ეფექტური ზომები უსაფრთხოების სამსახურმა.

მეორე ეს გახლავთ ტერორიზმის საკითხი, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ძალიან გახმაურებული სპეცოპერაცია, ჩატაევის რაზმის შემოსვლა, საზღვრის გადმოკვეთა, მათი ოპერირება საქართველოში – ეს ყველაფერი არის შესასწავლი და საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები კითხვებზე – რამდენად არის მზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამგვარ გამოწვევებს უპასუხოს.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის კორუფცია. სამინისტროებში არის ძალიან მძიმე ვითარება ამ მხრივ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩაეფლო კორუფციულ ჭაობში და სუსის მთავარი გამოწვევა არის სწორედ ეს, ვინაიდან კორუფცია თუ დაბრუნდა ისე, როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, პრაქტიკულად, ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიფო ინსტიტუტები. სუსმა რაც მთავარია უნდა ჩამოიშოროს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია და არ უნდა იყოს დაკავებული ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალით და მათი შევიწროვებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება რეალურად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული უწყება”, – განაცხადა ოთო კახიძემ

საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა. ვახტანგ გომელაურის უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიში ბიუროს სხდომაზე შევიდა.

დოკუმენტი განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს გადაეცა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები