სუს-მა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

სუს-მა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი, ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები