სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში, ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში, ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ გაიმართა.
სწავლება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პარტნიორობით.
სწავლების სცენარები ორიენტირებული იყო ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეემოწმებინათ ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები.
სწავლება ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინტერპოლის, ნორვეგიის რადიაციული დაცულობის ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
მსგავსი სიახლეები

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
