სუს-ი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე, აქტიურად მუშაობს-გიორგი აბაშიშვილი

სუს-ი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე, აქტიურად მუშაობს-გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სტრუქტურა მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს, არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების და მასთან ერთად დაკავებულების გადმოცემის საკითხზე.
„გვქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც ყველა სხვა შესაბამისი სტრუქტურა, მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს, რათა დროულად იქნას გადმოცემული გარდაცვლილი და ასევე საქართველოს 2 მოქალაქე. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს ძალიან დიდ იმედს, რომ მათი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მაქსიმალურად მოკლე ვადაში ეს ყველაფერი დასრულდება“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები