სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის ზაფუხლში, ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის ზაფუხლში,  ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

სააგენტომ სხვადასხვა საწარმოს პროდუქცია სალმონელაზე, ბრუცელოზზე, სტაფილოკოკურ ენტეროტოქსინსა და სხვა ინფექციებზე შეამოწმა. რამდენიმე მათგანში დარღვევები გამოიკვეთა.

კერძოდ, სალმონელაზე, რომელიც ბაქტერიული დაავადებაა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს, 153 როგორც რძის, ისე ხორცპროდუქტი შემოწმდა, საიდანაც დარღვევა მხოლოდ ერთი კომპანიის ნაწარმში გამოიკვეთა. ნაწარმი ფრინველის გაყინულ ხორცს წარმოადგენდა, რომელიც შპს “დიმკას” თურქეთიდან ჰქონდა იმპორტირებული. სეს-მა ხორცი ბაზრიდან გამოითხოვა და გაანადგურა.

ასევე ხილის, ნესვის, საზამთროსა და ატმის შემოწმების შედეგად, სეს-მა პესტიციდების ნორმასთან დაკავშირებული დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

რაც შეეხება სტაფილოკოკურ ენტეროტოქსინს, მასზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარხნული და სოფლის ყველი შეამოწმა, თუმცა, დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ასევე ჩატარდა მცენარეული ცხიმის კვლევა, რომლის ფარგლებშიც რძე, ყველი, არაჟანი, მაწონი და კარაქი შემოწმდა, დარღვევები არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა.

სეს-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული სახეობრივი შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბათუმში აგრარულ ბაზარში ინდმეწარმე “ბაკური” ცხენის ხორცს ყიდდა. შედეგად, ინდმეწარმე 1 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ფაქტის შესახებ შსს-ს ეცნობა.

გარდა ამისა, ბრუცელოზზე შემოწმდა ნედლი რძეც, 41 პროდუქტიდან დარღვევა მხოლოდ ორ მათგანში აღმოჩნდა.

მათ შორის, შპს “ჯორჯიან ბიზნეს ზონ” ფერმაში და მწარმოებელ გიორგი შანიძის ფერმაში, რომელიც წყალტუბოში მდებარეობს. განხორციელდა არაგეგმიური ინსპექტირება, ცოცხალი პირუტყვის სისხლის კვლევა ბრუცელოზზე და დადებითად მორეაგირე მსხვილფეხა პირუტყვი სასაკლაოზე დაიკლა.

დარღვევები ტრანსცხიმების შემცველობასთან დაკავშირებითაც გამოიკვეთა. ტრანსცხიმები ცვლიან ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს, რასაც ზოგიერთი მწარმოებელი ხარჯების შემცირების მიზნით მიმართავს. ტრანსცხიმების დაგროვება სისხლში ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს, რაც გულსისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს ზრდის.

ზოგიერთი მწარმოებელი ნორმებს არამხოლოდ რძისა და ხორცპროდუქტების, არამედ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის შემთხვევაშიც არ იცავს. სეს-ის მიერ ღვინის, არყისა და ბრენდის 43 პროდუქტის შემოწმების შედეგად დარღვევა სამ შემთხვევაში გამოვლინდა, მათ შორის ილია ახალბედაშვილი თეთრ ღვინოში, ინდმეწარმე თამაზი ლეკიშვილის თეთრ ღვინოსა და მ.ბერიძის თეთრ ღვინოში, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელი ბაზრიდან გამოითხოვა.

 

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები