სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ზურაბ ჩეკურიშვილის თქმით, 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, საიდანაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.

“ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძებების შედეგად მკვეთრად არის გაუმჯობესებულის სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ასე შემდეგ. 2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში-38, რეგიონებში-87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარება გაუმჯობესებულია ვიდრე წინა წლებში“, – თქვა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

ცხენის ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 16 თებერვალს გავრცელდა. მაშინ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ხათუნა გაგუამ თქვა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ცხენის ხორცისგან მომზადებული კერძი აჭამეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები