“სწორად რომ წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა”

“სწორად რომ წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა”

მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს დაერქვას დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მომავალში პროცესები სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება.

„როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში და შემდეგაც ქვეყანაში ჩაიდინა უამრავი დანაშაული. ამ დანაშაულთა ნაწილი იყო, მაგალითად, არაერთი მედიასაშუალების მიტაცება უმძიმესი ფორმებით, მოროდიორული და ყაჩაღური ფორმებით. ამ დანაშაულების ნაწილი იყო 10 ათასობით ადამიანისთვის ქონების, ბიზნესის წართმევა. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. როდესაც ასეთ ადამიანს, ბელადს უწოდებენ დევნილს, ასეთ პირობებში რთულია მომავალზე საუბარი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს დაერქვას დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები