“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს”

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს”

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ვალდებულია, ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
„რუსთავი 2-თან“ დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ – გაიმარჯვა საქართველომ.

​ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  დაადგინა, რომ „რუსთავი 2-სა“ და მის მფლობელებთან მიმართებით არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.

სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს.
​არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილისა და გოგოლაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები