სტრასბურგის სასამართლომ მარიკა წივწივაძის საქმეზე ომბუდსმენის თხოვნა დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ მარიკა წივწივაძის საქმეზე ომბუდსმენის თხოვნა დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის შესახებ, რის საფუძველზეც, 2017 წლის 13 ნოემბერს სახალხო დამცველმა, ევროპულ სასამართლოს საქმეზე, თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, მესამე მხარის ინტერვენციით მიმართა.

საჩივარი შეეხება 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მარიკა წივწივაძის მკვლელობას ყოფილი მეუღლის მიერ, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ევროპული სასამართლო საჩივარს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების საფუძველზე განიხილავს.

საჩივარში აღნიშნულია, რომ პოლიციას არაერთხელ აცნობეს, რომ ქალის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის და მკვლელობის მუქარა იყო.

თუმცა, შეტყობინებებს ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, მკვლელობის შემდეგ, განმეორებითი მიმართვის მიუხედავად, პოლიციელების გულგრილობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. მომჩივანი დავობს, რომ პოლიციამ არ შეასრულავალდებულება, დაეცვა ქალის სიცოცხლე.

სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, ჩართულიყო ამ საქმეში და ევროპული სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ.

სახალხო დამცველმა ევროპულ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია 2014-2016 წლებში საქართველოში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებზე, ასევე ფემიციდის პრევენციის, მონიტორინგისა და რისკების შეფასების მექანიზმისა და საგამოძიებო ორგანების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ქალების, როგორც ერთ-ერთი დაუცველი ჯგუფის თანასწორობის მდგომარეობისა და მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტებზე.

მესამე მხარედ ჩართვა გულისხმობს ევროპული სასამართლოსთვის მესამე პირის მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველმა ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა.

სასამართლომ მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დააკისრა – შსს-მ წივწივაძის შვილებს სრულწლოვანებამდე ყოველთვიური სარჩო უნდა დაუნიშნოს, ხოლო მოკლულის დედას მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ილიაუნში” მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოკლულის ოჯახის სასარგებლოდ დადგა.

წულუკიანის თქმით, დედის დანაკლისს ბავშვებს ვერც სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ვერც ვერანაირი ქმედება ვერ აუნაზღაურებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები