სტატიის გაგრძელება საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 2000-ს აჭარბებს.

სტატიის გაგრძელება საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 2000-ს აჭარბებს.

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 2000-ს აჭარბებს. თითქმის ყოველდღიურად, 15-ზე მეტი გარდაცვლილია.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 976 ინფიცირებულით კვლავ პირველ ადგილზეა თბილისი. 368 ახალი შემთხვევით მას მოსდევს იმერეთი, აჭარამ კი 328 ინფიცირებულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 15 332-ს შეადგენს.

4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი გვყავს 638, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები