სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ნიკოს ანასტასიადისა და ანდრი მუსტაკუდისის მიღებას მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში რევაზ ლომინაძეც ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, აუდიენციისას საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობას. შეხვედრისას ილია მეორემ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.

კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 16 აპრილსეწვია. ვიზიტის ფარგლებში ნიკოს ანასტასიადისი ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებასაც. საქართველოში ვიზიტი კვიპროსის პრეზიდენტმა დღეს, 18 აპრილს დაასრულა.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები