სროლა და დაპირისპირება ნაკაშიძის ქუჩაზე – დაჭრილია ერთი პირი

სროლა და დაპირისპირება ნაკაშიძის ქუჩაზე – დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღოთ დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი “გლოვოს” მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ორ ადგილობრივს შორის შელაპარაკება მოხდა.

ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, პირი, რომელიც “გლოვოს” მოპედით გადაადგილდებოდა “გლოვოს” თანამშრომელი არ იყო და მასსა და დაჭრილს შორის დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა.

დაჭრილ კაცს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ნაკაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები