“სპორტსმენები არ უნდა ფინანსდებოდნენ გაუბედურებული, წაგებული ხალხის ფულით”

“სპორტსმენები არ უნდა ფინანსდებოდნენ გაუბედურებული, წაგებული ხალხის ფულით”

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

აუცილებლად უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, მე პირადად ვემხრობი ამ ამბავს. ძალიან ბევრ ადამიანზე გამიგია რომ თამაშის გამო დარჩა უსახლკაროდ თვითონ და მთელი ოჯახი გააუბედურა და დატოვა ქუჩაში. ასევე უამრავი მაგალითია სუიციდის თამაშების გამო. წაგების გამო ხდება უამრავი გარჩევა და მკვლელობა. მოკლედ რომ ვთქვათ ეს რამოდენიმე მაგალითი საკმარისია იმისათვის რომ დაწესდეს შეზღუდვები. თამაშზე დამოკიდებულება ღუპავს უამრავ ადამიანს და სწორედ ამიტომ არ უნდა გვედებოდეს თვალებში მუდმივად, აზარტული თამაშების რეკლამები, ტელეფონში მესიჯის სახით, სოციალური ქსელის საშუალებით და ტელე ეთერებით. ამ ყველაფერს ჩვენი შვილები უყურებენ!!! ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები რომ გადავარჩინოთ ჩვენი შვილები!!!
რაც შეეხება სპორტსმენების დაფინანსებას, მე პირადად მიმაჩნია რომ სპორტსმენები არ უნდა ფინანსდებოდნენ გაუბედურებული, წაგებული ხალხის ფულით. ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს ფედერაციები. ფედერაციას უნდა ქონდეს იმდენი რესურსი რომ ნიჭიერი სპორტსმენების დაფინანსება შეძლონ იმ დონეზე, რომ მათ არ უწევდეთ მუშაობა და საჭმლის ფულის შოვნა ქუჩაში. ისინი უნდა იყვნენ ორიენტირებული მხოლოდ ვარჯიშზე, თუ გვინდა რომ მათ შედეგი დადონ და ქვეყანა ასახელონ. რაც შეეხება მთავრობის დაფინანსებას ოლიმპიელების შემთხვევაში, ეს ძალიან კარგია და სტიმულია სხვა სპორტსმენებისთვის. რა თქმა უნდა აკრძალვაც გამოიწვევს რაღაც პრობლემებს, თუმცა მგონია რომ აკრძალვების შემთხვევაში სიტუაცია მეტად დასტაბილურდება ამ კუთხით. ყველას არ ექნება კაზინოში და ტოტალიზატორში თამაშის საშუალება და ამითი შემცირდება მოთამაშეების რიცხვი.
საკამათოდ არ დამიწერია, უბრალოდ ეს არის პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ.”

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები