სოზარ სუბარი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა.

სოზარ სუბარი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა.
როგორც ის მიიჩნევს, რამდენიმე თვეში მსგავს სტრატეგიულ საკითხებზე 8%-იანი კლება შეუძლებელია.
“ზოგადად, მე NDI-ს კვლევების ცალკეულ ციფრებზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ვისაუბრებ მხოლოდ ერთ ციფრზე, 1,9% არის ცდომილება, როგორც იქ წერია და ამ დროს ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, თითქმის ყოველ არჩევნებზე დაახლოებით 20%-იანი ცდომილებაა. ევროკავშირს რამდენი უჭერს მხარს და ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე რამდენია, ამას ვერ გადავამოწმებთ და არჩევნებში რომელი პარტია რამდენს იღებს, ამას ვამოწმებთ ყოველ არჩევნებზე. მე სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-იან ცდომილებამდე ჩამოვა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან მონაცემები იმასთან დაკავშირებითაც შეაფასა, რომ გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა აღელვებს და მთავრობის მუშაობას დადებითად რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ოდენობა აფასებს. სუბარის განცხადებით, საქართველო რომ შვეიცარია არ არის, კარგად იცის მთავრობამ და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
“ყველა მაჩვენებელზე და ყველა ციფრზე მე ვთქვი ჩემი მოსაზრება და ცალკე არც ერთს არ გამოვყოფ. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილების რაოდენობა არის დაბალი, ჩვენ არ ვართ შვეიცარია, ეს კარგად ვიცით და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, კერძო სექტორში ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მთლიანობაში, არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20, არამედ 0%-იანი. მანამდე აზრი არ აქვს რამეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები