სოზარ სუბარი – არის დანაშაული? შემოვიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და გამოიძიონ

სოზარ სუბარი – არის დანაშაული? შემოვიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და გამოიძიონ

პროკურატურას აქვს სრული ნდობა გამოცხადებული და მათ გაცილებით უკეთ იციან, სად შეიძლება ჩანდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ თუ ვინმე არ ენდობა, პარლამენტი აქ არის, პარლამენტში ოპოზიციას აქვს უფლება აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიაში, შემობრძანდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და მთელი საქართველო დაინახავს, რა მტკიცებულებები არსებობს რაიმე საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ბერკეტი არის ოპოზიციის ხელში და შეუძლიათ ის გამოიყენონ.

„მე როდესაც ჩვენს ოპოზიციას ვუსმენ, ხშირად მეჩვენება, რომ ჰარი პოტერის ანტიგმირების არ იყოს, დემენტორები დასტრიალებენ თავს და ბედნიერებისა და სიხარულის ნიშანწყალს აცლიან და მარტო უბედურება და ვაი-ვიში ამოდით მათი პირიდან. რაღაც დადებითზეც ხო უნდა იფიქრონ? არის დანაშაული? შემოვიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და გამოიძიონ, არჩევნებთან დაკავშირებითაც, უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც, კანონიერ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც, ნებისმიერ თემაზე დადონ დასკვნა“, – განაცხადა სოზარ

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები