სოზარ სუბარი – არჩევნები არ ტარდება იმის გამო, რომ ვიღაცამ პოსტი დატოვა, პრემიერების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი

სოზარ სუბარი – არჩევნები არ ტარდება იმის გამო, რომ ვიღაცამ პოსტი დატოვა, პრემიერების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი

გუშინ და დღეს ევროპარლამენტში გამართული დებატები და დებატები, რაც შემდეგ მოჰყვა არის მიმართული ერთი მიზნისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ამისთვის არის საჭირო დიალოგი და დიალოგის პროცესში კი საჭიროა ორივე მხარის მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ მიშელს, რომლის ვიზიტის შემდეგ ოპოზიცია იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს არის ძალიან კარგი, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ველოდებით დიალოგის გაგრძელებას და როდესაც ვლაპარაკობთ კომპრომისზე, კომპრომისზე მეტია როდესაც ვამბობთ, რომ თუ არჩევნების გაყალბება დამტკიცდა მზად ვართ ხელახალი არჩევნებისთვის. გაყალბების მინიმალური სტანდარტი გვაქვს აღებული 1%. 1%-იანი გაყალბების შემთხვევაშ ჩვენ თავიდან ვატარებთ არჩევნებს. უკეთესი წინადადება უბრალოდ არ არსებობს. როდესაც მეორე მხარე ამაზე არ თანხმდება უბრალოდ ერთი მიზეზის გამო, რომ მათ კარგად იციან, არჩევნები არ გაყალბებულა. არ არ არის შემთხვევითი, რომ ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად შეწყვიტეს გაყალბებაზე ლაპარაკი და დაიწყეს სხვა თემების მოგონება. მაგალითად ის, რომ პარტიის თავმჯდომარე რადგან წავიდა პოლიტიკიდან, ესეიგი ბიძინა ივანიშვილის გამო მოგვცეს ჩვენ ხმა, ახალი რეალობა შეიქმნა და ახალი არჩევნები უნდა დავნიშნოთ. მანამდე არ აღიარებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რეიტინგი. რახან პრემიერ-მინისტრი გადადგა, მის გამო მოგცეს ხმა და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო. ეს არარელევანტურია იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში არჩევნები არ ტარდება იმის გამო, რომ ვიღაცამ პოსტი დატოვა, პრემიერების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი“, – განაცხადა სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები