სოციალური მომსახურების სააგენტო 5 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში” ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალს გამართავს.

როგორც „კვირას“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე – პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
ფესტივალის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ფესტივალის მიზანია, ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ.
ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ.
ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ (ასევე, სასურველია რეზიუმეს ქონა).

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები