სოსო მანჯავიძე-“თავისთავად ცხადია, მოქმედებები, რომელიც უკრაინის შიდა პოლიტიკური არევისკენაა მიმართული, დღეს რუსეთის ინტერესებშია, ვინაიდან საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს რუსეთს უკრაინასთან

სოსო მანჯავიძე-“თავისთავად ცხადია, მოქმედებები, რომელიც უკრაინის შიდა პოლიტიკური არევისკენაა მიმართული, დღეს რუსეთის ინტერესებშია, ვინაიდან საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს რუსეთს უკრაინასთან

“თავისთავად ცხადია, მოქმედებები, რომელიც უკრაინის შიდა პოლიტიკური არევისკენაა მიმართული, დღეს რუსეთის ინტერესებშია, ვინაიდან საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს რუსეთს უკრაინასთან”, – ამის შესახებ “კვირასთან” საუბრისას, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, სოსო მანჯავიძემ ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან განმარტა, რუსეთი უკრაინის შიდა არეულობით დაინტერესებულია.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის ეს მოქმედებები, ცხადია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
“შესაბამისად, რუსეთი დაინტერესებულია, უკრაინაში შიდა დესტაბილიზაცია და ახალი რევოლუცია მოხდეს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს უკრაინის დეზინტეგრაციას. იმიტომ, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რთულად შედგენილი სახელმწიფოა. პოროშენკოს გაუაზრებელმა მოქმედებებმა კიდევ უფრო გაამწვავა ის პრობლემები, რაც უკრაინის წინაშე იდგა. ცხადია, სააკაშვილის ეს მოქმედებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს”, -აღნიშნა სოსო მანჯავიძემ “კვირასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს და ახლა ის მხარდამჭერებთან ერთად აქციებს მართავს.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები